• 25-01-2024
    იამალმა "ბილბაოსთან" მარცხის მერე იტირა
    იამალმა "ბილბაოსთან" მარცხის მერე იტირა
    ავტორი
    Aa

    ბილბაოს "ატლეტიკთან" სათასო დაპირისპირება "ბარსელონას" 16 წლის ვარსკვლავის, ლამინე იამალისთვის იდეალურად იწყებოდა, თუმცა დასასრული სულ სხვანაირი გამოდგა.

    "ბლაუგრანას" ახალგაზრდა შემტევმა მატჩის 32-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა, რითაც კატალონიური გუნდი დააწინაურა. ლამინს გოლის გატანის ორი შესანიშნავი შანსი მეორე ტაიმშიც ჰქონდა, თუმცა ორივე მათგანი ქარს გაატანა, ბასკებმა კი თავიანთი მომენტები გამოიყენეს და "ლურჯ-ბროწეულისფერნი" კოპა დელ რეის გამოთიშეს.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იამალმა ეს მარცხი იმდენად განიცადა, რომ მატჩის შემდეგ იტირა კიდეც.

    ლამინი "ბარსას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაამშვიდა, რომელიც გასახდელში არ შესულა, თუმცა გუნდს ავტობუსთან ელოდებოდა. ლაპორტას მცირე დიალოგი ჰქონდა ჩავი ერნანდესთანაც.

    "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჩავიც და ფეხბურთელებიც შეაგულიანა და სეზონის დარჩენილ ნაწილში ბრძოლისკენ მოუწოდა.

    Facebook კომენტარები