• 22-11-2022
    ისტორია საბოლოოდ დასრულდა! - კრიშტიანუ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაემშვიდობა
    ისტორია საბოლოოდ დასრულდა! - კრიშტიანუ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაემშვიდობა
    Aa

    37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს. ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ვეტერანმა ფეხბურთელმა და გუნდმა ურთეირშეთანხმების საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.


    ცხადია, კრიშტიანუ რონალდუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ეს ამბავი გარადუვალი იყო, სადაც მან გუნდი და მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰააგი სასტიკად გააკრიტიკა.


    რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 346 ჩატარებულ შეხვედრაში 145 გოლი გაიტანა და ამ გუნდთან ერთად არაერთი დიდი ტურნირის გამარჯვებული გახდა, მათ შორის გამოსარჩევია პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები.


    რონალდუმ "წითელ ეშმაკებთან" ერთად კარიერის საწყის ეტაპზე ითამაშა, შემდეგ კი გუნდს 2021 წელს დაუბრუნდა, თუმცა მისი დაბრუნება არცისე სახარბიელო გამოდგა.


    "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეულის შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.


    Facebook კომენტარები