• 26-01-2024
    ისტორიული შეთანხმება - "ბარსა" თანამშრომლობას "პუმასთან" იწყებს
    ისტორიული შეთანხმება - "ბარსა" თანამშრომლობას "პუმასთან" იწყებს

    "ბარსელონა" და "პუმა" სასპონსორო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, - იუწყება SPORT.

    კატალონიური გრანდი ცნობილი ბრენდისგან წელიწადში 115 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების გათვალისწინებით (85 მლნ.) კი ამ თანხამ შეიძლება 200 მილიონ ევროსაც უწიოს.

    სხვა არცერთ კლუბს არ ჰქონია მაისურის მწარმოებელთან ასეთი სარფიანი კონტრაქტი დადებული. შესაბამისად, "ბარსასა" და "პუმას" თანამშრომლობა ისტორიული იქნება.

    ერთადერთი, რაც ახლა "ბარსამ" უნდა გააკეთოს, "ნაიკთან" კონტრაქტის გაწყვეტაა, რომელიც 2026 წლამდეა მოქმედი.

    წყაროს თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

    "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტა "ნაიკს" 350 მილიონი ევროს ზარალს მოუტანს. "ბლაუგრანას" ამ თანხის გადახდის სურვილი არ გააჩნია, თუმცა გარკვეული კომპენსაცია კლუბს რომ მაინც დაეკისრება, ეს ცხადზე უცხადესია.

    აქვე გეტყვით, რომ გარდა უკეთესი ფინანსური პირობებისა, "პუმა" კატალონიურ გრანდს უფრო დიდ ბაზარსა და ფორმების უფრო ლამაზ დიზაინს სთავაზობს.

    Facebook კომენტარები