• 26-01-2024
    ცნობილია: "ბარსას" გეგმა როკესთან დაკავშირებით
    ცნობილია: "ბარსას" გეგმა როკესთან დაკავშირებით
    Author of the article
    Aa

    ვიტორ როკე თავის "ბარსელონურ" კარიერას მძიმედ იწყებს. ბრაზილიელს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და იმ დროშიც ვერ ახერხებს თავის გამოჩენას, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებმა ამაზე ნაკლებად უნდა იდარდონ.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსაში" თავიდანვე მკაფიოდ თქვეს, რომ ის 6 თვე, რომელსაც როკე გუნდში სეზონის დასრულებამდე გაატარებს, მის ქალაქთან, ახალ თანაგუნდელებთან და კატალონიური გრანდის საფეხბურთო ფილოსოფიასთან ადაპტირებას უნდა მოხმარდეს.

    "ატლეტიკო პარანაენსეში" 18 წლის ფორვარდი სულ სხვა სტილის ფეხბურთს გახლდათ მიჩვეული. ბუნებრივია, ახალ რელსებზე გადასვლას გარკვეული დრო დასჭირდება.

    გარდა ამისა, როკემ ფიზიკური ფორმაც უნდა აღიდგინოს, რადგან მას ტრავმის გამო 2 თვე გაუცდა და მხოლოდ დეკემბერში დაბრუნდა.

    წყაროს თანახმად, ყოველი დღის გასვლასთან ერთად, ვიტორი უმჯობესდება.

    ასე და ამგვარად, "ბარსელონა" ახალგაზრდა შემტევთან მიმართებაში არ იჩქარებს, ამიტომ გულშემატკივრებიც მოთმინებით უნდა აღიჭურვონ. 

    Facebook კომენტარები