• 01-02-2024
    "ეს ვარჯიშზე დავამუშავეთ" - დე ბრუინი ალვარესის მე-2 გოლზე
    "ეს ვარჯიშზე დავამუშავეთ" - დე ბრუინი ალვარესის მე-2 გოლზე
    ავტორი
    Aa

    "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის 22-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "ქალაქელებმა" შინ "ბარნლი" მიიღეს და ხულიან ალვარესის დუბლისა და როდრის გოლის წყალობით დაამარცხეს, ანგარიშით 3:1.

    განსაკუთრებით ლამაზი "სიტის" მეორე გოლი გამოდგა, როცა კევინ დე ბრუინმა საჯარიმოს შესრულებისას მოულოდნელი პასი გააკეთა, "ბარნლის" მთელი დაცვა მოჭრა და ალვარესი კარგ პოზიციაში დატოვა. არგენტინელმა თავდამსხმელმაც კაპიტანს ჩინებული გადაცემა არ დაუკარგა.

    როგორც დე ბრუინის მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ირკვევა, ეს კომბინაცია მათ დამუშავებული ჰქონდათ.

    "გუშინ სტანდარტის ასე შესრულებაზე ცოტა წავივარჯიშეთ.

    თავიდან არ მინდოდა, ასეთი პასი გამეკეთებინა, მაგრამ მცველმა, რომელიც ხულიანს მეურვეობდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, რამაც შესარბენი სივრცე გააჩინა. ბურთის შემოტარება არ დამჭირვებია. იგი პირდაპირ უნდა გამეშვა, სწორი სიჩქარით, დანარჩენი კი ალვარესმა გააკეთა.

    ეს კომბინაცია სპეციალურად "ბარნლისთან" მატჩისთვის დავამუშავეთ, მაგრამ მან შეიძლება სხვა გუნდების წინააღმდეგაც იმოქმედოს. ხედავთ, რომ პეპს ასეთი რაღაცები აბედნიერებს," - თქვა კევინმა.

    სხვათა შორის, დე ბრუინისთვის ეს პრემიერ ლიგაში 104-ე საგოლე გადაცემა გახლდათ. მან უეინ რუნის გადაუსწრო, წინ კი მხოლოდ სესკ ფაბრეგასი (111) და რაიან გიგზი რჩებიან (162).

    პრემიერ ლიგაში "სიტის" მონაგარი 45 ქულისგან შედგება. გუნდი ლიდერ "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათზე 1-ით ნაკლები მატჩიც აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები