• 02-02-2024
    “მე ვამაყობ საქართველოს დროშით” - ჩაკვეტაძემ “უოტფორდთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
    “მე ვამაყობ საქართველოს დროშით” - ჩაკვეტაძემ “უოტფორდთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

    როგორც მოგეხსენებათ, “უოტფორდმა” საქართცელოს ნაკრების 24 წლის შუახაზელი, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტიდან” ოფიციალურად გამოისყიდა.

    გიორგიმ ამ ყველაფრის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

    “მოხარული ვარ და ამ ხელშეკრულების გაფორმებით. ყველაფერს მივეჩვიე - თანაგუნდელებს, პერსონალს და ჩვენს საოცარ გულშემატკივრებს. 

    ბედნიერი ვარ, რომ უოტფორდის ნაწილი ვარ. აქ ყველაფერი მომწონს, ფეხბურთისადმი მიდგომა და მაღალი პროფესიონალიზმი. აქ საოცარი გარემოა განვითარებისთვის და ფეხბურთისთვის. 

    ქვეყნების შეცვლა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ აქ ყველაფერს სწრაფად შევეჩვიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. 

    წინ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ყველა ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი პრემიერ ლიგაში აღზევებაა. ეს ყველას გვინდა - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. 

    მე ყოველთვის გავდივარ მოედანზე გამარჯვებისთვის და მიხარია, რომ უოტფორდსაც აქვს ასეთი მენტალიტეტი.

     ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას. ნებისმიერი სხვა შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მაქსიმალური მოთხოვნები დავუნიშნკთ საკუთარ თავს, შემდეგ კი ძალღონე არ დავიშუროთ მის შესასრულებლად და მოედანზე კარგი შედეგების საჩვენებლად. 

    მინდა მადლობა გადავუხადო უოტფორდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და მადლიერებისთვის, რასაც მათგან ვგრძნობ. 

    პირველი თამაშის შემდეგ მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება.

    ეს მაძლევს მეტ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას. მინდა ერთად აღვნიშნოთ ბევრი გამარჯვება და შევქმნათ ლამაზი მოგონებები. 

    ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, ეს ერთი დიდი ოჯახია. ამ 

    ტიპის გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გსურთ წარმატების მიღწევა.

    მე ვამაყობ საქართველოს დროშით, უოტფორდი ჩემი სახლია”. - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

    Facebook კომენტარები