03-12-2022

დანი ალვეშმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 რეკორდი დაამყარა

ავტორი
H ჯგუფი: ბრაზილიაც დამარცხდა, შვეიცარია მეორეა
VIDEO: ურუგვაელები მსაჯებს გასახდელამდე გაეკიდნენ - განრისხებული სამხრეთ ამერიკელები
"ბარსელონას" ბრაზილიელ ლეგენდას, დანი ალვეშს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი მიეცა.
დანი მოედანზე კამერუნთან მატჩში ᲕᲘᲮᲘᲚᲔთ და მან ორი რეკორდის დამყარებაც მოახერხა.
39 წლისა და 210 დღის ასაკში, ალვეში გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში, რომელმაც მუნდიალის შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
ეს რეკორდი ტიაგო სილვას ეკუთვნოდა. "ჩელსის" მცველმა იგი რამდენიმე დღის წინ, შვეიცარიასთან შეხვედრაში დაამყარა - სილვა 38 წლისა და 67 დღის გახლდათ.
გარდა ამისა, ალვეშს გუშინ კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა, რითაც ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული კაპიტანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ "პენტაკამპეონებმა" გუშინ კამერუნთან წააგეს, თუმცა მერვედფინალში მაინც პირველი ადგილით გავიდნენ.
ტეგები:
Facebook კომენტარები