• 03-12-2022
    თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია!
    თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია!
    Aa

    ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შინ "გაგრა" მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.


    ამ გამარჯვებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ტიტული მოიპოვა.

    დედაქალაქურმა გუნდმა 36 ტურში 80 ქულა აიღო და მეორე ადგილოსან ბათუმის "დინამოს" 3 ქულით აჯობა.


    მე-3 პოზიციაზე კი გორის "დილა" გავიდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ბოლო ტურის, უპრინციპულეს შეხვედრაში წყალტუბოს "სამგურალი" დაამარცხა.


    ასე რომ, ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს თბილისის "დინამო" წარადგენს, კონფერენს ლიგაზე კი გორის "დილა" და ბათუმის "დინამო" იასპარეზებენ.


    კონფერენს ლიგაზე ასევე ვაკანტურია 1 ადგილი, რომელიც საქართველოს თასის ფინალში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "ლოკომოტივი 2" დაუპირისპირდებიან.


    ცნობისთვის, ეროვნული ლიგიდან თბილისის "ლოკომოტივი" გავარდა, პლეი-აუთის ზონაში კი "გაგრა" და ბოლნისის "სიონი" მოხვდნენ.


    აქვე გეტყვით იმასაც, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის არსებობის ისტორიაში ჩემპიონატი მეცხრამეტედ გახდა.


    ფოტო: ირაკლი ინასარიძე

    Facebook კომენტარები