• 05-02-2024
    "ამიტომ ვარჩიეთ ბრაჰიმი და არა ხოსელუ" - ანჩელოტიმ გადაწყვეტილება ახსნა
    "ამიტომ ვარჩიეთ ბრაჰიმი და არა ხოსელუ" - ანჩელოტიმ გადაწყვეტილება ახსნა

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელი დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    თამაში სასტარტო შემადგენლობიდან ვინისიუს ჯუნიორს უნდა დაეწყო, თუმცა გახურებისას მან ტკივილი იგრძნო და მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

    როგორც ცნობილია, ბრაზილიელის მაგივრად სასტარტოში ხოსელუს დაყენებას გეგმავდნენ, თუმცა საბოლოო არჩევანი ბრაჰიმ დიასზე შეჩერდა, რომელმაც თავი გოლით გამოიჩინა.

    მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი ეს გადაწყვეტილება ახსნა:

    "რატომ ბრაჰიმი და არა ხოსეულუ? თუ მას დავაყენებდით ჩვენ მთლიანი სისტემის შეცვლა მოგვიწევდა, ამიტომაც ვარჩიეთ ბრაჰიმი".

    Facebook კომენტარები