• 07-02-2024
    ჯანფრანკო ძოლა: “კვარაცხელიაში ეს მაოცებს”
    ჯანფრანკო ძოლა: “კვარაცხელიაში ეს მაოცებს”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

    ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთრლმა, ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩას შესახებ კომენტარი გააკეთა:

    “კვარაცხელიას გოლმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბურთს მშვენივრად ფლობდა და იდეალური დარტყმა განახორციელა. მან დაამტკიცა, რომ უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია, რადგაჯ დარტყმამდე იცოდა რას გააკეთებდა. გასული სეზონი მან საოცრად ჩაატარა, როგორც მთელმა ნაპოლიმ, ახლა ნელ-ნელა შედის ფორმაში თავდაპირველი სირთულეების შემდეგ, რაც მოსალოდნელიც იყო გამარჯვებული სეზონის შემდეგ. ის კვლავ პოულობს სწორ ირთმს და გუნდისთვის შედეგიანია. მიხარია, რომ ბრუნდება, რადგან ის ასევე ძალიან კარგი ბიჭია”. - განაცხადა ძოლამ.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით სერია ა-ში 6 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები