• 09-02-2024
    მორიგი აღიარება! - გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ისტორიაში შევიდა
    მორიგი აღიარება! - გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ისტორიაში შევიდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მაისურით საკმაოდ ბევრ შეხვედრას ატარებს.

    გავლენიანი ევროპული სააგენტოს, Opta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილი “ღამურების” ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვისაც ლა ლიგაში ზედიზედ 61 მატჩი აქვს ჩატარებული.

    ცხადია, მეორე ადგილზე ლეგენდარული ესპანელი კარის დარაჯი, სანტიაგო კანისარესი იმყოფება, რომელსაც ზედიზედ 60 მატჩი აქვს ჩატარებული.

    ცნობისთვის, მამარდაშვილმა მინდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 23-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები