• 15-02-2024
    "რამეს მოვიგებთ" - ლევანდოვსკი ოპტიმიზმს ინარჩუნებს
    "რამეს მოვიგებთ" - ლევანდოვსკი ოპტიმიზმს ინარჩუნებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდში შექმნილი მდგომარეობის შესახებ თავის ახალ ინტერვიუში ისაუბრა.

    "ცვლილებისა და უკეთ ათამაშებისთვის იდეალური მომენტი გვიდგას. ჯერ ვიგოში გასვლა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა. ამაზე ვმუშაობთ.

    რთულია იმის ახსნა, თუ რაც ხდება. მაგალითად, "გრანადასთან" 3 გოლი გავუშვით. სამუშაოდ გრძელი კვირა გვქონდა და როგორც უკვე ვთქვი, რაღაცეების შეცვლისთვის ზედგამოჭრილი დროა.

    დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მატჩს მოვიგებთ და სეზონის ბოლოს რამე მოგებული გვექნება.

    მსაჯები? გოლების გატანაზე ვარ ფოკუსირებული. როცა არბიტრებს ვესაუბრები, მათი გადაწყვეტილებები უნდა მესმოდეს. როცა მოედნის მსაჯი ერთს ამბობს, ხოლო ვიდეორეფერი მეორეს, ეს სულ სხვა საკითხია," - თქვა რობერტმა.

    შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მის აქტივშია 6 საგოლე გადაცემაც.

    Facebook კომენტარები