• 28-12-2022
    ოთახს, სადაც მესიმ 1 თვე გაატარა, კატარელები მუზეუმად გადააკეთებენ
    ოთახს, სადაც მესიმ 1 თვე გაატარა, კატარელები მუზეუმად გადააკეთებენ
    Aa

    უნივერსიტეტის კამპუსის ოთახი, რომელშიც ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას იმყოფებოდა, პატარა მუზეუმად გარდაიქმნება - იუწყება აშრაფ ბენ აიადი.


    თავად ეს ოთახი არც ზომითაა გამორჩეული და არც სხვა მახასიათებლებით, მაგრამ ფაქტი, რომ არგენტინელმა მეგავარსკვლავმა კარიერის გვირგვინის დადგმის წინა დღეები იქ გაატარა, მას განსაკუთრებულს ხდის.



    შეგახსენებთ, რომ მესიმ კატარის მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. მან ტურნირი 7 გოლითა და 3 ასისტით დახურა.

     


     

    Facebook კომენტარები