• 22-02-2024
    "შედეგი ცუდი არაა, მაგრამ..." - ჩავი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ
    "შედეგი ცუდი არაა, მაგრამ..." - ჩავი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი "ნაპოლისთან" ფრედ დაასრულა, ანგარიშით 1:1. კატალონიელები რობერტ ლევანდოვსკის გოლით იგებდნენ, თუმცა ვიქტორ ოსიმენის გვიანმა გოლმა საპასუხო შეხვედრისთვის ყველაფერი თანაბრად დატოვა.

    "დიეგო არმანდო მარადონაზე" გამართული შეხვედრა "ბარსას" თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

    "დღეს ყველამ კარგად ითამაშა. მეტსაც ვიმსახურებდით, მაგრამ თამაშში ინტრიგა მაშინ უნდა მოგვეკლა, როცა პირველი გოლი გავიტანეთ.

    ბოლო შეხვედრებში ლევანდოვსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი გოლები მიითვალა. რობერტი ლიდერადაა დაბადებული და ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს.

    ტკბილ-მწარე შეგრძნება მაქვს. გამარჯვება შეიძლებოდა. ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი შანსიც კი არ ჰქონია. ჩვენი გოლის მერე თამაშზე კონტროლი დავკარგეთ.

    შედეგი ცუდი არ არის, მაგრამ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. თუ მეორე მატჩშიც ასეთები ვიქნებით, შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ. 

    ეს ჩემპიონთა ლიგაა. როცა ასეთ გოლს უშვებ, ისეთ მატჩსაც ფრედ ამთავრებ, რომელიც უნდა მოგეგო. 

    ვფიქრობ, კრისტენსენმა კარგად ითამაშა. მას ბურთი ბევრჯერ არ დაუკარგავს.

    კრისტენსენით, დე იონგით, პედრითა და გიუნდოგანით ცენტრში რიცხობრივი უპირატესობა უნდა მოგვეპოვებინა. ვფიქრობ, ჩვენმა გეგმამ კარგად იმუშავა. პედრისა და გიუნდოგანზე ხაზებს შორის პასები რამდენჯერმე გავიდა.

    "კამპ ნოუ" ყველას გვენატრება. "მონჟუიკი" იგივე არ არის. საპასუხო თამაში "კამპ ნოუზე" სულ სხვანაირი იქნებოდა.

    განმეორებითი მატჩისთვის თავს მცირე ფავორიტად ჩავთვლიდი. შანსები 51-49-ზეა," - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა.

    შეგახსენებთ, რომ საპასუხო დაპირისპირება 12 მარტს გაიმართება. იგი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები