24-06-2023

ყველაფერი გადაწყვეტილია! - “ბორდომ” ზურიკო დავითაშვილი გამოისყიდა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი გასულ სეზონში “ბორდოში” იჯარის წესით ასპარეზობდა.
ფრანგულმა გუნდმა გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და ახალგაზრდა მოთამაშეს მომდევნო სეზონშიც ლიგა 2-ში ვიხილავთ.
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრის დროს დავითაშვილის ამბავი დაადასტურა:
“„დავითაშვილის ტრანსფერი დაიხურა – ზურიკოს „ბორდოსთან“ იჯარა დაუსრულდა, სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდა და ახლა ის ფრანგული კლუბის ფეხბურთელი გახდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი ამჟამად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ბელგიასთან შეხვედრისთვის ემზადება.
ტეგები:
Facebook კომენტარები