• 01-03-2024
    კიდევ ერთი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    კიდევ ერთი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზდრა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში შევიდა.

    ქართველმა გარემარბმა თებერვლის თვეში იბრწყინა და გარჯაც დაუფასდა.

    Whoscored-ის ვერსიით “ნაპოლის” 23 წლის შემტევი სერია ა-ს თებერვლის თვის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

    ხვიჩამ 8.21 შეფასება დაიმსახურა, რაც სიმბოლურ გუნდში საუკეთესო მაჩვენებლი გახლდათ.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ თებერვალში იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


    Facebook კომენტარები