• 24-06-2023
    რამაზ სვანაძე:”მოთამაშეებს პირველი ტაიმის შემდეგ ვუთხარი, რომ რწმენა უმთავრესია”
    რამაზ სვანაძე:”მოთამაშეებს პირველი ტაიმის შემდეგ ვუთხარი, რომ რწმენა უმთავრესია”

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ბელგიასთან ფრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “მოდი შეხვედრა ორ ნაწილად დავყოთ. პირველ შემთხვევაში დისციპლინით ნამდვილად არ გამოვირჩეოდით, თუმცა შემდეგ მატჩს მენტალურად ისე მივუდექით როგორც საჭირო იყო.

    მარტივი ნამდვილად არ არის, ორი შეხვედრა ურთილეს ჯგუფში წაუგებლად დაასრულო. ყველაფერს ვიზამთ, რომ შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. მადლობა მინდა ქომაგებს გადავუხადო, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში გულმხურავლედ გვამხნევებდნენ.

    მოთამაშეებს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ვუთხარი, რომ რწმენა უმთავრესია. ფეხბურთელებს სჯეროდათ, რომ მატჩს გადავარჩენდით. პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ ბელგიასთან მატჩში წაგების უფლება არ გვქონდა”. - განაცხადა სვანაძემ.


    ცნობისთვის საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს .

    Facebook კომენტარები