• 05-03-2024
    “რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს…” - გიორგი არაბიძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა
    “რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს…” - გიორგი არაბიძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა

    ქუთაისის “ტორპედოს” 26 წლის ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში “სამტრედიას” გაუტანა.

    შეხვედრის შემდეგ გიორგიმ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვევს უპასუხა:

    პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

    ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. 

    მნიშვნელობა არ აქვს რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ტორპედოს ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები”. - განაცხადა არაბიძემ.

    Facebook კომენტარები