

გავლენიანმა გერმანულმა სააგენტო Bavarianfootballworks.com-მა ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რის თანახმადაც "ბაიერნს" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურდა:
"ნაპოლის მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია ევროპა ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენა გარემარბია. ხვიჩამ ნაპოლიში თამაში ბრწყივალედ დაიწყო, როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. ის მარჯვენა მცველების ღამის კოშმარი გახდა, ტრენტ-ალექსანდრ არნოლდის სახით მარტივი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა შეეძლო, თუმცა მათ არჩევანი ლუკა პარკაძეზე შეაჩერეს.
2021 წლის ზაფხულში ბაიერნს კვარაცხელიას შეძენა სურდა, თუმცა რუბინისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. ახლა კვარაცხელიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ქართველი ფეხბურთელი იმედნად კარგი იყო, რომ მისი ყოფილი მწვრთნელი ამბობდა, რომ ის რეალშიც კი მოხვდებოდა. ბაიერნმა ჯამალ მუსიალა დაიმატა და კვარაცხელიას ტრანსფერზე უარი თქვეს. ამჟამად კვარაცხელიას შეძენა ბევრ წარმატებულ გუნდს უნდა." - წერია სტატიაში.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.