• 17-01-2023
    4 შეთავაზება და 4 უარი - "ბაიერნს" ზომერს არ ატანენ
    [/xfgiven_playerads]
    4 შეთავაზება და 4 უარი - "ბაიერნს" ზომერს არ ატანენ
    Aa

    მას შემდეგ, რაც მანუელ ნოიერმა სეზონი ალპებში თხილამურებით სრიალისას ფეხის მოტეხვით დაისრულა, მიუნხენის "ბაიერნმა" ახალი მეკარის ძებნა დაიწყო.


    ბავარიელებმა მთავარ სამიზნედ თავიდანვე იან ზომერი შეარჩიეს. მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" კარის დარაჯს ბავარიელები უკვე დიდი ხანია უტრიალებენ, თუმცა მიზანს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს.


    BILD-ის ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში "რეკორდმაისტერმა" "გლადბახს" 4 ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, მაგრამ ოთხივეზე უარი მიიღო.


    უქმეებზე "ბორუსიას" 4 მილიონი ევრო შესთავაზეს და ეს წინადადება მომენტალურად უარყოფილი იქნა. კვირას "ბაიერნმა" შეთავაზება 5+3 მილიონ ევრომდე გაზარდა, თუმცა თანხმობას მაინც ვერ უწია. ორშაბათ დილით "გლადბახის" დირექტორმა შტეფან შტიპერსმა ოლივერ კანს უთხრა, რომ კლუბი სულ მცირე 8 მილიონ ევროს (ფიქსირებულს) ითხოვდა. ბავარიელებმა ამას 6+2 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებით უპასუხეს, თუმცა კვლავ უარი მიიღეს, რადგან ორმილიონიანი ბონუსი მხოლოდ მაშინ გააქტიურდებოდა, თუ "ალიანს არენას" ბინადრები ჩემპიონთა ლიგას მოიგებდნენ. 


    გუშინ ღამით "ბაიერნმა" მიუნხენგლადბახელებს ფიქსირებული 8 მილიონი ევრო და 1 მილიონი ევროს ბონუსი შეაძლიეს, მაგრამ მაინც უარი მიიღეს! მიზეზი ასეთი იყო: უკვე ძალიან გვიანია.


    BILD წერს, რომ მოლაპარაკებებში ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ თქმულა. "ბორუსია" პარალელურად ფრანგულ "მონპელიესთან" არის კონტაქტზე. "პრუსიელებს" მათი მეკარე, იონას ომლინი მოსწონთ და მას ზომერის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებენ. მაშასადამე, თუ "გლადბახს" ომლინის დამატების რეალური შანსი ექნება, ეს "ბაიერნის" წისქვილზე დაასხამს წყალს.


    34 წლის ზომერმა მიმდინარე სეზონში "ბორუსიას" მაისური 11 მატჩში მოირგო, 15 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები