• 18-01-2023
    გვარდიოლა: "ტოტენჰემს" აუცილებლად უნდა მოვუგოთ"
    გვარდიოლა: "ტოტენჰემს" აუცილებლად უნდა მოვუგოთ"
    Aa

    "მანჩესტერ სიტი" ბოლო პერიოდში მეტად ცუდ ფორმაში იმყოფება. გასულ კვირას "ქალაქელებმა" ჯერ "საუთჰემპტონთან" წააგეს და კარაბაოს თასიდან გამოვარდნენ, შემდეგ კი მანჩესტერული დერბი დათმეს და პრემიერ ლიგის ლიდერ "არსენალს" 8 ქულით ჩამორჩნენ.


    "სიტიზენებს" შემდეგი მატჩი ასევე საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, "ტოტენჰემთან" ელოდებათ, თუმცა მათ ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. "დეზებთან" ჯახი რომ მოსაგებია, ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.


    "ასეთ მდგომარეობაში წარსულში ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვყოფილვართ. მოდუნებით მაშინაც კი არ მოვდუნებულვარ, როცა მეტოქეს 8 ქულით ვუსწრებდით.


    წნეხი შემდეგ მატჩზეა. შემდეგი მატჩი უნდა მოვიგოთ.


    ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ შემდეგი შეხვედრაა. შენ შეგიძლია დაკარგო ქულები, როცა წინ ხარ, მაგრამ როცა მდევრის როლს ირგებ, ამის უფლება საკუთარ თავს ვერ მისცემ.


    ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. გავაკონტროლოთ ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია. დიდი გუნდები ამას აკეთებენ. გამოსავალი უნდა ვიპოვო. ბოლო ორ მატჩში გაგვიჭირდა," - თქვა პეპმა.


    ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა ისიც, რომ კევინ დე ბრუინი, რომელმაც "სიტის" ბოლო ვარჯიში პირადი მიზეზების გამო გამოტოვა, "ტოტენჰემთან" შეხვედრისთვის ხელმისაწვდომი იქნება.


    მანჩესტერულ-ლონდონური დაპირისპირება ხუთშაბათს, 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები