18-01-2023

[/xfgiven_playerads]
მბაპე მაინც "რეალში"? - უახლესი ცნობა ფრანგ სუპერვარსკვლავზე

ავტორი
დღეს ცნობილმა და სანდო ჟურნალისტმა მარიო კორტეხანამ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, მადრიდელები "პარი სენ ჟერმენის" შემტევის კილიან მბაპეს დამატებით კვლავ ინტერესდებიან.
როგორც იწერება, "თეთრები" ფრანგის შეძენით ხელმეორედ, განსაკუთრებით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაინტერესდნენ.
ჟურნალისტი აქვე ამატებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კილიან პარიზელებს კლუბიდან წასვლის შესახებ მოახსენებს, მისი დამატება მხოლოდ "სამეფო გუნდს" შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში მბაპემ ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და "რეალში" თამაშის ნაცვლად, "პსჟ"-ში დარჩენა და კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება მოისურვა.
Facebook კომენტარები