• 20-01-2023
    დანი ალვეში კატალონიის პოლიციამ დააკავა - რაში ადანაშაულებენ ბრაზილიელს
    [/xfgiven_playerads]
    დანი ალვეში კატალონიის პოლიციამ დააკავა - რაში ადანაშაულებენ ბრაზილიელს
    Aa

    რამდენიმე წყარო ერთდროულად იუწყება, რომ "ბარსელონას" ლეგენდა, დანი ალვეში, 20 იანვარს კატალონიის პოლიციამ დააკავა.


    Mundo Deportivo-ს თანახმად, ბრაზილიელი თავად მივიდა ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში, რათა საქმეზე ჩვენება მიეცა. ამის შემდეგ იგი დააკავეს და ტერიტორია პოლიციის მანქანით დაატოვებინეს.


    სასამართლო გადაწყვეტს, დარჩება თუ არა 39 წლის ფეხბურთელი პატიმრობაში, სანამ გამოძიება მიმდინარეობს.


    შეგახსენებთ, რომ ალვეშის წინააღმდეგ საქმე სექსუალური შევიწროების მუხლითაა აღძრული.


    როგორც დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი აცხადებს, 30 იანვარს ბარსელონაში მდებარე კლუბში მას ალვეშმა ხელები ტანსაცმლის ქვეშ უფათურა.


    "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრალდება საგანგებო განცხადებით უარყო. დანის თქმით, იგი მხოლოდ ცეკვავდა და პირადი სივრცე არავისთვის დაურღვევია.

    Facebook კომენტარები