• 16-03-2024
    "სიტი" ბრუნო გიმარაეშის წარმომადგენლებს დაუკავშირდა
    "სიტი" ბრუნო გიმარაეშის წარმომადგენლებს დაუკავშირდა

    "მანჩესტერ სიტისა" და ბრუნო გიმარაეშის წარმომადგენლებს შორის პირველადი კონტაქტი შედგა, - იუწყება Diario AS.

    "ქალაქელებს" შემადგენლობისთვის ცენტრალური ნახევარმცველის დამატება ძალიან უნდათ, "ნიუკასლ იუნაიტედის" ბრაზილიელი ვარსკვლავი კი პრიორიტეტულ სამიზნედ განისაზღვრა. 

    ბრუნოს "კაჭკაჭებთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

    გიმარაეში "ჯორდების" ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია, თუმცა კლუბს მისი გაყიდვა მაინც შეიძლება მოუწიოს. ამის მიზეზი პრემიერ ლიგის ფინანსური რეგულაციებია, რომელთათვის დამორჩილების გარეშეც "ნიუკასლი" ტრანსფერების განხორციელებას ვერ მოახერხებს.

    ამ ბრძოლაში "სიტის" კონკურენტები მრავლად ეყოლებიან. ყველაზე ხშირად იწერება "პსჟ-ს" ინტერესის შესახებ. ასევე გაიჟღერა "ბარსელონას", "ლივერპულის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელებმაც.

    შეგახსენებთ, რომ ბრუნო "ნიუკასლმა" 2022 წლის იანვარში, ლიონის "ოლიმპიკიდან" შეიძინა. "სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრების მაისურით ჩატარებულ 96 მატჩში 26 წლის შუახაზელმა 13 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები