20-01-2023

[/xfgiven_playerads]
ოფიციალურად: ლეანდრო ტროსარი "არსენალის" ფეხბურთელია

ავტორი
ლონდონის "არსენალმა" "ბრაიტონიდან" 28 წლის ბელგიელი შემტევის, ლეანდრო ტროსარის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.
ლეანდრომ "მეთოფეებთან" გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. "თოლიებმა" გამოცდილ გარემარბში 21 მილიონი ფუნტი (ბონუსების ჩათვლით თანხა 27 მილიონს აღწევს) მიიღეს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, ტრანსფერის მთავარი განმაპირობებელი თავად ტროსარი გახლდათ. როდესაც ბელგიელმა შეიტყო, რომ მისით "არსენალი" იყო დაინტერესებული, ყველა სხვა შეთავაზება უარყო და სხვაგან წასვლაზე უარი განაცხადა.
"მზად ვარ ვუჩვენო ფანებს, თუ რა შემიძლია. ყველა ხედავს რა კარგად თამაშობს ეს გუნდი ამ სეზონში და მე მოვედი, რათა ერთად ავისრულოთ ოცნებები.
მინდა მაქსიმალურად ბევრი მაგიური მომენტი შევქმნა. იმედია, ერთად ვიზეიმებთ წარმატებებს." - ეს ლეანდროს პირველი სიტყვებია "არსენალის" შემტევის რანგში.
გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბელგიელმა "ბრაიტონის" მაისურით 16 მატჩის ჩატარება მოასწრო. ამ შეხვედრებში მან თავი 7 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა. სახსენებელია ტროსარის მატჩი "ლივერპულთან", რომელშიც მან "წითლებს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები