• 16-03-2024
    მილიკით "რომა" და "მილანი" ინტერესდებიან
    მილიკით "რომა" და "მილანი" ინტერესდებიან
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსმა" არკადიუშ მილიკი ტრანსფერზე დააყენა. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttomercattoweb ავრცელებს.

    პოლონელი თავდამსხმელი "ბიანკონერიმ" 2022 წლის ზაფხულში ინათხოვრა მარსელის "ოლიმპიკიდან". სადებიუტო სეზონი არკადიუშს იმდენად კარგი გამოუვიდა, რომ კორსიკელთაგან იგი გამოისყიდეს კიდეც, თუმცა მილიკის წლევანდელ ასპარეზობაზე კარგი ნამდვილად არ ითქმის.

    სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს "ბებერ ქალბატონში", რომ თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ, 30 წლის ფორვარდს დაემშვიდობონ.

    წყაროს თანახმად, მილიკით "მილანი" და "რომა" არიან დაინტერესებულნი.

    არკადიუშის სურვილის შემთხვევაში, წასვლაში მას ხელს არავინ შეუშლის. როგორც ირკვევა, "ზებრები" გამოცდილ ცენტრფორვარდს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მილიკმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები