• 16-03-2024
    "ბარსამ" რაფინიას თაობაზე სარფიანი შეთავაზება მიიღო
    "ბარსამ" რაფინიას თაობაზე სარფიანი შეთავაზება მიიღო

    "ბარსელონამ" საუდის არაბეთიდან შეთავაზება რაფინიას თაობაზე მიიღო, - იუწყება SPORT.

    ესპანური გამოცემის ინფორმაციით, 27 წლის შემტევში "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 80 მილიონ ევროზე მეტს უხდიან. ბრაზილიელი გარემარბით 4 არაბული კლუბია დაინტერესებული: "ალ ჰილალი", "ალ ნასრი", "ალ იტიჰადი" და "ალ აჰლი".

    თავად რაფინიას "ბლაუგრანას" დატოვება არ სურს.

    შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში "ლიდს იუნაიტედიდან" შეიძინა. მან კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სეზონში რაფინია 5.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში რაფინიამ 5 გოლი და 9 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები