22-01-2023

უდიდესი სკანდალი! - FIGC-მა შესაძლოა “ნაპოლი” მკაცრად დასაჯოს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, იტალიის პროკურატურამ ტურინის "იუვენტუსი" მკაცრად დასაჯა. "ბებერ ქალბატონს" სატურნირო ცხრილში 15 ქულა მეოკვეთა და შედეგად მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა.
გავრცელებული ცნობებით, მსგავსი სასჯელი არაერთ იტალიურ კლუბს ელის.
"ნაპოლიმ" 2020 წელს ფრანგული "ლილიდან" ახალგაზრდა შემტევი, ვიქტორ ოსიმენი დაიმატა, თუმცა როგორც ჩანს, "პარტენოპეის" ფრანგული გუნდისთვის სატრანსფერო თანხა, 70 მილიონი სრულად არ გადაუხდია.
სწორედ ამიტომ FIGC-ის პროკურორი, ჯუზეპე კინე მზად არის მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები.
საგულისხმოა, რომ დავა სერია ა-ს სხვა გუნდებზეც მიმდინარეობს.
წყარო: Postv
ტეგები:
Facebook კომენტარები