• 25-06-2023
    "ტოტენჰემმა" თვალი ვან დე ვენს დაადგა
    "ტოტენჰემმა" თვალი ვან დე ვენს დაადგა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს, რადგან გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ანჟე პოსტეკოგლუს არსებული შემადგენლობა არ აკმაყოფილებს.

    ავსტრალიელ სპეციალისტს დაცვის ხაზის გაძლიერება განსაკუთრებით სურს. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში "დეზებმა" 63 გოლი გაუშვეს, რაც მათი უკანა ხაზის სისუსტეზე შესანიშნავად მეტყველებს.

    "ჰოთსპურს" ცენტრალური მცველები სჭირდება და თუ ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ, მათ მთავარი სამიზნე უკვე შეარჩიეს.

    საუბარია გერმანული "ვოლფსბურგის" უკანახაზელზე, მიკი ვან დე ვენზე. ნიდერლანდელის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

    22 წლის ფეხბურთელი "მგლებს" 2021 წლის ზაფხულში, "ვოლენდამიდან" შეუერთდა და მალევე იქცა გუნდის საკვანძო ფიგურად. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 11-ში "ვოლფსბურგმა" კარი მშრალად შეინახა.

    ვან დე ვენს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. "ფოლკსვაგენ არენას" ბინადრები მას 25 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ შეელევიან.

    "ტოტენჰემს" ასევე უკავშირებენ "ბაიერ ლევერკუზენის" მცველ ედმონდ ტაპსობას.

    Facebook კომენტარები