23-01-2023

მესის "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ავტორი
რონალდუ: "მიხარია ძველი მეგობრების ნახვა"
VIDEO: არც თუ ისე თბილი მისალმება - როგორ შეხვდნენ რონალდუ და მესი მატჩის დაწყებამდე
ლეო მესის "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს - იუწყება ჟერარ რომერო.
ცნობილი ჟურნალისტის თანახმად, "ლა პულგამ" აზრი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეიცვალა.
რომერო ასევე დასძენს, რომ ეს ლეოს "ბარსელონაში" ავტომატურად დაბრუნებას არ ნიშნავს, რადგან 35 წლის ფეხბურთელს შეთავაზება მსოფლიოს მრავალი კლუბისგან აქვს.
მიუხედავად ამისა, თუ კატალონიური გრანდი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დაბრუნებაზე მუშაობას დაიწყებს, წარმატების შანსი ნამდვილად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემების მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, არგენტინელი შემტევი "პსჟ-სთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.
მიმდინარე სეზონში ლიონელის მონაგარი 13 გოლსა და 14 საგოლე გადაცემას შეადგენს.
Facebook კომენტარები