• 20-03-2024
    "ჩემი კუმირი სერხიო რამოსი" - პაუ კუბარსის საინტერესო კომენტარი
    "ჩემი კუმირი სერხიო რამოსი" - პაუ კუბარსის საინტერესო კომენტარი
    Author of the article
    Aa

    კატალონიის "ბარსელონას" 17 წლის მცველის პაუ კუბარსი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და თამაშის შემთხვევაში ის სერხიო რამოსის რეკორდ მოხსნის, როგორც ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მცველი. 

    თინეიჯერმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი მისი კუმირია:

    "ამ რეკორდის მოხსნა ჩემი ოცნების ახდენა იქნება. თუ მე ამას შევძლებ და სერხიო რამოსს გადავასწრებ, რომელიც ჩემი კუმირია, ძალიან ბედნიერი ვიქნები".

    აქვე მოგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ თამაშებს, 23 მარტს კოლუმბიის წინააღმდეგ, ხოლო 26 მარტს ბრაზილიის წინააღმდეგ, გამართავს.

    Facebook კომენტარები