24-01-2023

3 რამ, რაც "ბარსელონას" ასენსიოში მოსწონს

ავტორი
სერხიო ბუსკეტსის მომავალი ბუნდოვანია
მოულოდნელი ტრანსფერი! - “რეალის” ფეხბურთელს “ბარსელონაში” თამაში სურს?
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მადრიდის "რეალის" ესპანელი შემტევის, მარკოს ასენსიოს გადაბირებითაა დაინტერესებული.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ამ საკითხზე უკვე ესაუბრნენ 27 წლისი ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს.
"ბარსას" ასენსიოთი დაინტერესება დაადასტურა Mundo Deportivo-მაც.
კატალონიური გამოცემის მიხედვით, "ბლაუგრანას" მარკოსი შემდეგი თვისებების გამო მოსწონს:
ხაზებს შორის თამაშის უნარი
მარცხენა ფეხით დარტყმა
გამარჯვებულის მენტალიტეტი
შეგახსენებთ, რომ ასენსიო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
მიმდინარე სეზონში მარკოსმა "სამეფო კლუბის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა. მან თავი 3 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები