

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 21 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში უმაღლეს ხარისხს ანახებს.
გავლენიანმა გამოცემა, Sportskeeda-მ ამჟამინდელი მონაცემებით ოქროს ბურთის 10 ნომინანტი დაასახელა, სადაც კვარაც მოხვდა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სიაში მე-9 პოზიცია დაიმსახურა.
Sportskeeda-მ ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ საინტერესო სტატიაც მიუძღვნა:
"ხვიჩა კვარაცხელია, რომლის მეტსახელი "კვარადონაა" ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ. ქართველმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში სანიმუშო შედეგი გვაჩვენა. მან თავისი საოცარი თვისებებით გულშემატკივრებისა და საფეხბურთო ექსპერტების აღფრთოვანება გამოიწვია." - წერია სტატიაში.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.