• 28-01-2023
    ჟოზეს "რომა" მობეზრდა და "ჩელსიში" დაბრუნება უნდა
    [/xfgiven_playerads]
    ჟოზეს "რომა" მობეზრდა და "ჩელსიში" დაბრუნება უნდა
    Aa

    იტალიური "რომას" თავკაც ჟოზე მოურინიოს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება მოუნდა.


    Daily Mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს "ჯალაროსის" ფინანსური პრობლემები ყელში ამოუვიდა. მისი საოცნებო სცენარი კვლავ ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებაა.


    როგორც ირკვევა, 60 წლის მწვრთნელმა "არისტოკრატების" უფროსობას შეატყობინა, რომ თუ გუნდის თავკაცის პოსტი გათავისუფლდება, მას სიამოვნებით დაიკავებს. მიუხედავად ამისა, "ჩელსიში" გრემ პოტერისთვის მაქსიმალური ნდობის გამოცხადება აქვთ გადაწყვეტილი.


    სხვათა შორის, ჟოზეს მეუღლე და შვილები ისევ ლონდონში ცხოვრობენ. "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება მოურინიოსთვის ამის გამოც იქნებოდა მნიშვნელოვანი.


    შეგახსენებთ, რომ მოურინიომ "რომას" გასულ სეზონში კონფერენს ლიგა მოაგებინა. "მგლები" ამჟამად სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ.


    რაც შეეხება "ჩელსის", იქ პორტუგალიელი ორ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა. ჟოზემ "პენსიონერებს" 2003-2007 და 2013-2015 წლებში უხელმძღვანელა. ამ გუნდთან ერთად მოურინიო 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

    Facebook კომენტარები