28-01-2023

[/xfgiven_playerads]
"ინტერი" შკრინიარს "პსჟ-ში" 20 მილიონ ევროდ გაუშვებს

ავტორი
რეკორდების ცვენა საფრანგეთის თასზე - მბაპემ მე-6-ლიგელი გუნდი არ დაინდო
ბოლო ცნობა: ითამაშებს თუ არა ლოჩოშვილი "ინტერის" წინააღმდეგ
მილანის "ინტერმა" შეიძლება მილან შკრინიარი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაყიდოს, თუმცა ამისთვის "პარი სენ ჟერმენს" თავდაპირველი შეთავაზების გაორმაგება დასჭირდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჩეხ ცენტრალურ მცველში "ნერაძური" 20 მილიონ ევროს ითხოვს.
"პსჟ-ს" შკრინიარს დიდი ხანია უკავშირებენ. პარიზელთაგან 10 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებას ელოდებიან, თუმცა ეს "ინტერნაციონალესთვის" საკმარისი არ არის.
მილანელები იმედოვნებენ, რომ ლიგა ერთის ჩემპიონები შკრინიარის გაფორმებას ახლავე ეცდებიან და ზაფხულამდე არ დაიცდიან, რათა 27 წლის ფეხბურთელი უფასოდ არ ჩაიგდონ ხელში. მილანს "ინტერთან" კონტრაქტი სწორედ 2023 წლის ივლისში ეწურება.
მიმდინარე სეზონში შკრინიარმა "ინტერის" მაისური 27 მატჩში მოირგო. მან თავი 1 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები