• 31-01-2023
    ჟორჟინიო "არსენალში" ითამაშებს
    [/xfgiven_playerads]
    ჟორჟინიო "არსენალში" ითამაშებს
    Aa

    ლონდონის "არსენალი" თანაქალაქელი "ჩელსიდან" 31 წლის ნახევარმცველს, ჟორჟინიოს იმატებს.


    ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "მეთოფეები" იტალიელ შუახაზელში 12 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. აქედან 10 მილიონი ფუნტი ფიქსირებული თანხა იქნება, 2 მილიონიც კი ბონუსებში გაიწერება.


    ჟორჟინიო "არსენალში" სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის. პრემიერ ლიგის ლიდერებთან იტალიელი 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება.


    გამოცდილი შუახაზელი "მეთოფეთა" მესამე დანამატია იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე. მანამდე კლუბმა "ბრაიტონიდან" ლეანდრო ტროსარი შეიძინა, ხოლო "სპეციადან" იაკუბ კივორი გადაიბირა.


    აქვე გეტყვით, რომ ჟორჟინიო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა. "ჩელსის" მაისურით ჩატარებულ 233 მატჩში მან 29 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

    Facebook კომენტარები