• 31-01-2023
    დუშან ვლაჰოვიჩმა საკუთარი თავი "რეალს" შესთავაზა
    [/xfgiven_playerads]
    დუშან ვლაჰოვიჩმა საკუთარი თავი "რეალს" შესთავაზა
    Aa

    ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი ტომას გონსალესი მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალ ცნობებს ავრცელებს.


    მისი თქმით, ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა დუშან ვლაჰოვიჩმა საკუთარი თავი "სამეფო გუნდს" შესთავაზა.


    როგორც ირკვევა, სერბის ოცნება სწორედ "რეალის" რიგებში თამაშია, რისთვისაც მზადაა, "ბიანკონერი" დატოვოს.


    თავის მხრივ, "ბლანკოსი" კარიმ ბენზემას შემცვლელს ეძებს და საინტერესო იქნება განიხილავს თუ არ გუნდი დუშანის კანდიდატურას.


    აქვე გეტყვით, რომ ვლაჰოვიჩს ტურინელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები