• 01-02-2023
    ზიეჩის "პსჟ-ში" ტრანსფერის ჩაშლის მიზეზები ცნობილია
    [/xfgiven_playerads]
    ზიეჩის "პსჟ-ში" ტრანსფერის ჩაშლის მიზეზები ცნობილია
    Aa

    იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "პარი სენ ჟერმენმა" ლონდონის "ჩელსიდან" ჰაკიმ ზიეჩის იჯარით დამატება შეათანხმა, თუმცა ტრანსფერი სარეგისტრაციო პრობლემების გამო არ შედგა.


    L'Equipe-ს ინფორმაციით, მთავარი ბრალეულობა "არისტოკრატებს" მიუძღვით, რომლებმაც საჭირო დოკუმენტების გაგზავნა დააგვიანეს. პრობლემა შეიქმნა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც. როგორც ირკვევა, გუშინ საღამოს მათი კომპიუტერული სისტემა მთლიანად ჩამოიშალა.


    არადა, ზიეჩს პარიზში უკვე სამედიცინო შემოწმებაც ჰქონდა გავლილი.


    ნეიმარ ჟუნიორის კუნთთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, არსებობდა შანსი, ჰაკიმს "პსჟ-ში" დებიუტი შაბათს "ტულუზას" წინააღმდეგ ჰქონოდა. პარიზელები მის ხელფასს მთლიანად დაფარავდნენ, რაც უკვე "ჩელსისთვის" წარმოადგენდა პოზიტიურ სიახლეს.


    საბოლოო ჯამში, 29 წლის მაროკოელი ისევ "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩა, იქ კი მას დიდი დრო ნამდვილად არ აქვს გასატარებელი, რადგან თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ზიეჩი ლონდონს დაემშვიდობება.


    რაც შეეხება "პარი სენ ჟერმენს", ლიგა ერთის ბოლო 4 მატჩში მათ სულ 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, ხოლო კილიან მბაპე, ნეიმარი და ლიონელ მესი აღარ იმყოფებიან ისეთ საოცარ ფორმაში, როგორშიც მსოფლიო ჩემპიონატამდე იყვნენ.

    Facebook კომენტარები