• 01-02-2023
    "ამაზე უარს ვერ ვიტყოდი" - დოჰერტი "ატლეტიკოში" დიდი ხნით დარჩენას გეგმავს
    [/xfgiven_playerads]
    "ამაზე უარს ვერ ვიტყოდი" - დოჰერტი "ატლეტიკოში" დიდი ხნით დარჩენას გეგმავს
    Aa

    ირლანდიელმა უნივერსალმა მეტ დოჰერტიმ გუშინ ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაწყვიტა და მადრიდის "ატლეტიკოს" შეუერთდა.


    დოჰერტიმ "როხიბლანკოსთან" 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დარჩენას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავს.


    "მსოფლიო დონის მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან მუშაობა ჩემთვის განვითარების დიდი შესაძლებლობაა.


    ჩემს კარიერაში საკმარისად ბევრჯერ გამიმართლა იქ, სადაც ვყოფილვარ. ჩემთვის მთავარი საკუთარი თავის გაუმჯობესება და გუნდის დახმარებაა.


    აქ სეზონის ბოლომდე ვარ, მაგრამ ეს დასასრული არაა. ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.


    ვეცდები კარგად ვითამაშო და ვნახოთ, სანამდე მიმიყვანს ეს. თავიდან ეს 6-თვიანი თავგადასავალია, ხოლო თუ კარგად ვითამაშებ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.


    ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როგორც კი მოვიდა შეტყობინება, რომ ეს შესაძლებელი იყო, ასეთ კლუბში თამაშის შანსზე უარის თქმა ძალიან გართულდა. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი," - თქვა დოჰერტიმ.


    გამოცდილი ფლანგელი "როხიბლანკოში" 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მან უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.


    აქვე გეტყვით, რომ დოჰერტი "ტოტენჰემს" 2020 წელს "ვულვზიდან" შეუერთდა. "დეზების" მაისურით მან ჯამში 71 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები