

ამსტერდამის "აიაქსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდს ჯონი ჰეიტინგა უხელმძღვანელებს.
ნიდერლანდურმა გრანდმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ალფრედ შროდერი ერთი კვირის წინ, "ვოლენდამთან" ნათამაშები ფრის შემდეგ გაათავისუფლა. შროდერი დროებით სწორედ
ჰეიტინგას ჰყავდა ჩანაცვლებული, ახლა კი ჯონი გუნდის სრულუფლებიან თავკაცად დაინიშნა.
"დარწმუნებულნი ვარ, რომ ეს სწორი გამოსავალია. ჰეიტინგა სწორ გზაზეა, რომელმაც იგი საკუთარი თავის ძალიან კარგად განვითარებამდე მიიყვანა.
ჯონის უნარებსა და ხედვაში დარწმუნებულნი ვართ," - ეს "აიაქსის" აღმასრულებელი დირექტორის, ედვინ ვან დერ სარის სიტყვებია.
რაც შეეხება ჰეიტინგას, აქამდე იგი ამსტერდამელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. გასულ უქმეებზე "ღვთის შვილების" ძირითადი გუნდი მოედანზე სწორედ 39 წლის ნიდერლანდელმა გაიყვანა და "ექსელსიორთან" მოაგებინა, ანგარიშით 4:1.
"აიაქსი" ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ "ფეინოორდს" 5 ქულით ჩამორჩება.