• 26-06-2023
    სამწუხარო ინფორმაცია ჰოლანდიასთან მატჩის წინ
    სამწუხარო ინფორმაცია ჰოლანდიასთან მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, ბელგიის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა გაგნიძემ ტრავმა მიიღო.

    ახალგაზრდა შუახაზელმა დაზიანების სიმძიმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში დასრულებულია.

    “გაცილებით სერიოზულ დაზიანებას გადავურჩი, მაგრამ არც ეს ტრავმა არის იოლი. სერიოზული რეაბილიტაცია დამჭირდება. დროს რაც შეეხება, დაახლოებით 4 დან 6 კვირამდე ვერ შევძლებ თამაშს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს ქომაგობისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მოვუწოდებ მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ ნიდერლანდელთან გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩზე”. - განაცხადა გაგნიძემ.

    ცნობისთვის, საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 27 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები