• 09-04-2024
    დინამოურ დერბიში ბათუმმა იმარჯვა!
    დინამოურ დერბიში ბათუმმა იმარჯვა!

    როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” შინ თბილისის “დინამო” მიიღო.

    ანგარიში 34-ე წუთზე ონორე გომისმა გახსნა, მატჩის 68-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ საბოლოო წერტილი დასვა.

    აღნიშნულ შეხვედრას დიდი დატვირთვა ჰქონდა. დედაქალაქელთა შემადგენლობაში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა.

    საგულისხმოა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი 18 ქულით ცხრილის ლიდერი გახლავთ, თბილისის “დინამო” კი მე-6 ადგილს იკავებს.

    მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას გორის “დილას” წინააღმდეგ ჩაატარებს, ანდრეს კარასკოს გუნდი კი ფოთის “კოლხეთს” მიიღებს შინ.

    Facebook კომენტარები