• 18-04-2024
    მსოფლიოს 10 საუკეთესო 23-წლამდე ბომბარდირი! - რომელ ადგილს იკავებს გიორგი მიქაუტაძე
    მსოფლიოს 10 საუკეთესო 23-წლამდე ბომბარდირი! - რომელ ადგილს იკავებს გიორგი მიქაუტაძე

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ ფორმაშია.

    ქართველ თავდამსხმელს ბოლო პერიოდში თითქმის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს და თავის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება.

    საგულისხმოა, რომ მიქაუტაძე მსოფლიოს 23-წლამდე ფეხბურთელებს შორის ტოპ 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა.

    გიორგის ანგარიშზე მის კარიერაში 78 გოლია და ის ამ მაჩვენებლით მე-5 ადგილს იკავებს.

    10-ეული ასე გამოიყურება:

    1.ერლინგ ჰოლანდი - 245 გოლი

    2.ვინისიუს ჟუნიორი - 95 გოლი

    3.ფილ ფოდენი - 86 გოლი

    4.დომინიკ სობოშლაი - 81 გოლი

    5.გიორგი მიქაუტაძე - 78 გოლი

    6.როდრიგო გოეში - 77 გოლი

    7.ბენჟამინ სესკო - 75 გოლი

    8.იური ალბერტო - 74 გოლი

    9.სანტიაგო ხიმენესი - 72 გოლი

    10.ხესუს ფერეირა - 72 გოლი

    Facebook კომენტარები