• 04-05-2024
    გიორგი მიქაუტაძეს "იუვენტუსში" ელიან - რა ხდება რეალურად
    გიორგი მიქაუტაძეს "იუვენტუსში" ელიან - რა ხდება რეალურად

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებიბისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია.

    “იუვე”, გახსოვს ის?” - მსგავსი სათაური მიუძღვნა Tuttosport-მა გიორგი მიქაუტაძეს.

    “ბოლო 4 მატჩში მეცს მიქაუტაძემ 6 ქულა მოუპოვა და ამავე რაოდენობის გოლი გაიტანა. კლუბი გადარჩენისთვის იბრძვის, რაშიც მიქაუტაძესაც დიდი წვლილი მიუძღვის. გადამწყვეტია, როცა საჭიროა და საჭირო ადგილას საჭირო დროსაა. ლიგა 1-ის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და გიორგი ეცდება მეცი გადაარჩინოს. ივნისში მას აიაქსში დაბრუნება შეუძლია, თუ მეცი არ გააქტიურებს გამოსასყიდ 10-მილიონიან პუნქტს, რაც ლიგა 1-ში დარჩენის შემთხვევაში უფრო შესაძლებელი იქნება.

    უთუოა, რომ მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რის გამოც იუვენტუსი მისი შეძენით ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაინტერესდა, შეიძლება ისევ მოდაში დაბრუნდეს. „აიაქსმა“ მასში 16 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ნიდერლანდებში მისი გამოსვლა იმედგამაცრუებელი იყო. „ბიანკონერი“ მას თვალს კრისტიანო ჯუნტოლის მოსვლამდე, ჯოვანი მანას წყალობით ადევნებდა.”. - წერია სტატიაში.

    Facebook კომენტარები