• 07-05-2024
    მორიგი მიღწევა! - ოთარ კაკაბაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    მორიგი მიღწევა! - ოთარ კაკაბაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, “კრაკოვიას” 28 წლის ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

    პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში ოთარ კაკაბაძემ “გორნიკი ზაბჟეს” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

    ოთარის თამაში გავლენიანი გამოცემა Sofascore-სგან 8.5 ქულოთ შეფასდა. Ekstraklasa-მ კი ქართველი მოთამაშე კვირის სიმბოლურ გუნდში გაიყვანა.

    ცნობისთვის, კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები