

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა შედგა, რომელმაც 4 წყვილი გაარკვია. ვიცით ისიც, რომელი მეოთხედფინალური წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში.
ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო "ლეხ პოზნანისა" და "ფიორენტინას" წყვილია. პოლონურ გუნდში 2 ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს: ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. პოზნანელებს "იებთან" ჯახის სახით საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდებათ. მერვედფინალში ორივე გუნდმა ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა - "ლეხმა" "დიურგარდენს" ორი მატჩის ჯამში 5:0 მოუგო, "ფიორენტინამ" კი "სივასპორი" დაამარცხა, ანგარიშით 5:1.
მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ასეთნი არიან (13 აპრილი - 20 აპრილი):
ლეხ პოზნანი - ფიორენტინა
გენტი - ვესტ ჰემ იუნაიტედი
ანდერლეხტი - ალკმაარი
ბაზელი - ნიცა
ნახევარფინალში შემდეგი გუნდები შეხვდებიან (11 მაისი - 18 მაისი)
ლეხ პოზნანი / ფიორენტინა - გენტი / ვესტ ჰემ იუნაიტედი
ანდერლეხტი / ალკმაარი - ბაზელი / ნიცა