18-03-2023

[/xfgiven_playerads]
"ხვიჩამ თავისი გუნდი იპოვა" - ჩერჩესოვის კომენტარი კვარაცხელიაზე

ავტორი
"ლეაუ თუ კვარა?" - პიოლი ლიგის წილისყრას გამოეხმაურა
PHOTO: როგორ გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილი კვარაცხელიას წარმატებას
"ამაში 101%-ით ვარ დარწმუნებული" - კვარას მომავალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა
"ფერენცვაროშის" მთავარმა მწრთვნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა "ნაპოლის" ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო რამ განაცხადა.
"ხვიჩას აქვს ხარისხი, რომელიც შეუძლებელია, რომ ვარჯიშით შეიძინო. ის როგორც კარგ გუნდთან, ისე კარგ მწრთვნელთანაც მოხვდა. იტალიასა და საქართველოში მსგავსი მენტალიტეტია და იგი თავს კომფორტულად გრძნობს.
"ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია და ეს მის შედეგებზეც აისახება. კვარაცხელიამ თავისი გუნდი იპოვა. აქედან კი მას შეუძლია, სადმე ტოპ კლუბში წავიდეს, როგორიცაა "რეალი" ან "ბარსელონა", - თქვა რუსმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მონაგარი ნეაპოლელთა რიგებში უკვე 13 გოლსა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემას შეადგენს.
ტეგები:
Facebook კომენტარები