• 18-03-2023
    200 მილიონი ევრო ჰოლანდის სანაცვლოდ - ვის სურს ნორვეგიელის შეძენა
    [/xfgiven_playerads]
    200 მილიონი ევრო ჰოლანდის სანაცვლოდ - ვის სურს ნორვეგიელის შეძენა
    Aa

    როგორც იცით, მანჩესტერ "სიტის" ცენტრფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის დამატებით არაერთი კლუბია დაინტერესებული.


    გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელის გათავისუფლების პუნქტი 2025 წელს ამოქმედდება და მისი სატრასნფერო ღირებულება 200 მილიონი ევრო იქნება.


    ცნობილი ესპანური გამცემა "Marca"-ს ცნობით, ერლინგს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, რომელიც მზადაა აღნიშნული თანხა მთლიანად გადაიხადოს.


    საუბარია "პარის სენ-ჟერმენზე", რომელიც სეზონის ბოლოს, შესაძლოა, რამდენიმე ვარკსვლავმა დატოვოს.


    ზემოთხსენებული გამოცემა აქვე დასძენს, რომ ჰოლანდის ყიდვამ დიდი შანსია, რომ ნეიმარის, რამოსისა და მესის მომავალზე გავლენა მოახდინოს.


    მოგახსენებთ, რომ ერლინგმა მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" რიგებში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 39 გოლი გატანა მოახერხა.

    Facebook კომენტარები