19-03-2023

[/xfgiven_playerads]
ლუჩიანო სპალეტი: “ასეთი კვარაცხელია უფრო მომწონს”

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, 19 მარტს სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "ტორინოს" დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა:
"ზოგჯერ საჭიროა, რომ კისრის ძარღვი დაგებეროს, როგორც ეს კვარას ჰქონდა ატალანტასთან გატანილი გოლის გატანის დროს, როდესაც ყველა ფეხბურთელი მოატყუა. როდესაც ხვიჩა ნაპოლიში მოვიდა, მას ეს ძარღვი არ ეტყობოდა, ახლა კი ეტყობა, მე ის ასეთი უფრო მომწონს." - განაცხადა სპალეტიმ.
ცნობისთვის, "ტორინოსა" და "ნაპოლის" შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ტეგები:
Facebook კომენტარები