19-03-2023

“მადლობა ფენომენო” - ფაბრიციო რომანომ კვარასგან საჩუქარი მიიღო

ავტორი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ Geo Team-ის დახმარებით საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ახალგაზრდა ფეხბურთელისგან, ხვიჩა კვარაცხელიასთან საჩუქრად მაისური მიიღო.
Geo Team-მა ხვიჩას სახელით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ჟურნალისტს მაისური გაუგზავნა.
"მადლობა ფენომენო" - მსგავსი სათაურით აქვეყნებს ფოტოს იტალიელი ჟურნალისტი.
საგულისხმოა, რომ კვარას და ფაბრიციოს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ორივე მათგანს ერთმანეთის ინსტაგრამი გამოწერილი აქვთ.
ცნობისთვის, ხვიჩამ სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები